LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქამდე თეატრი დუმდა, ახლა თეატრი გამოიყენებს ყველა იმ ხერხს რაც მას შეუძლია, მას შეუძლია, რომ შიშები დაანგრიოს“ – დღეს „ახალი თეატრი“ საპროტესტო მანიფესტს წარადგენს

279
დავით დოიაშვილი

დღეს, 18:00 საათზე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ საპროტესტო მანიფესტს წარადგენს.

„როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, რისი მომსწრენიც გახდებით ხვალ“ – დავით დოიაშვილი

„ახალი თეატრის“ წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარი დასის წევრის, დაკავებული ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

ვიდეო: „23 იანვარს დაგანახებთ ჩვენს თავს, ნახავთ, რა ძალა აქვს თეატრს“ – დავით დოიაშვილი „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტზე

როგორც ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა, „თეატრს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ შიშები დაანგრიოს და აუცილებლად დაიწყება ახალი ტალღა“.

„ჩვენი სათქმელი იქნება ძალიან პირდაპირი, აბსოლუტურად გულწრფელი. ეს იქნება თეატრის მანიფესტი, რომელიც იცავს თავის ერთ ჯარისკაცს.

აქამდე ჩვენ ვიყავით გაჩუმებულ მდგომარეობაში, თეატრი დუმდა, ახლა თეატრი გამოიყენებს ყველა იმ ხერხს, რაც მას შეუძლია და რა შეუძლია თეატრს? თეატრს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ შიშები დაანგრიოს და აუცილებლად დაიწყება ახალი ტალღა. დღეს ამის დასაწყისი იქნება“, – განუცხადა დავით დოიაშვილმა „მთავარ არხს“.

„21 იანვარია და ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ…გელოდებით ყველას, 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ“ – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მანიფესტზე

"აქამდე თეატრი დუმდა, ახლა თეატრი გამოიყენებს ყველა იმ ხერხს რაც მას შეუძლია… მას შეუძლია, რომ შიშები დაანგრიოს" | დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მანიფესტზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2025

„მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გამოშვებას, არაუგვიანეს 20 იანვრისა – არ გათვალისწინების შემთხვევაში ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას“ – დავით დოიაშვილ

მსახიობების ვიდეომიმართვები: „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის ყველა უკანონო პატიმარს! ძალა ერთობაშია!“ – ცნობადი სახეები ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g