LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქამდეც ვამბობდი და დღესაც ვიტყვი, რომ საქართველოში არ შემოვა ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ იქნება აღიარებული: ეკატერინე ტიკარაძე

226
48fc7ea98af67170e8138bff5e6886a3

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორისაა ჩინეთი. ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

„მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან, ჩინეთის ორი ვაქცინა არის მოლოდინის რეჟიმში. ეს ვაქცინები ძალიან მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას მიიღებენ, რაც უსაფრთოების თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება შესაბამისად, საქართველო ჩინურ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ვაქცინაციებზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზე არის დამზადებული. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ასევე მოლაპარაკებები დაწყებულია “მოდერნასთან”.

“„მოდერნასთან“ დაკავშირებით და საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, რის შემდეგაც კონკრეტულად ამ ქვეყანაში სამთავრობო ვიზიტი გაიმართება. ამ შემთხვევაშიც საიმედო პასუხის მოლოდინი გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას ვერ მიიღებს, ის საქართველოში არ შემოვა.

აქამდეც ვამბობდი და დღესაც ვიტყვი, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზებული და აღიარებული ვაქცინა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g