LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია კაბალში – მოსახლეობა საავტომობილო გზის გადაკეტვას აანონსებს

86
BeFunky-collage (2)

კაბალის მოსახლეობა სოფლის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სადაზღვევო კომპანიამ მაისის თვემდე მოსავლის დაზღვევაზე გლეხებს უარი უთხრა.

მათივე თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საავტომობილო გზას გადაკეტავენ.

„ჩვენს სოფელში ნახევარზე მეტ ოჯახს ბანკიდან აღებული გვაქვს კრედიტები და არ ვიცი, თანხას რით გადავიხდით. მოსავალი ვერ დავაზღვიეთ, რადგან სადაზღვეოში როცა მივედით, გვითხრეს, რომ 20 მაისის შემდეგ დაგვაზღვევდნენ“. – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დაზარალებულებთან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩავიდნენ.

როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, კრედიტების გადავადების საკითხი ბანკებთან მოლაპარაკების საგანია და მას შემდეგ, რაც ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია დაზუსტდება, საფინანსო ორგანიზაციებს შეღავათების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ასევე განუმარტეს დაზღვევის პირობები. მათი თქმით, რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ მოსავლის დაზღვევა მარტის თვიდან დაიწყო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით კი, ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აღადგენს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები