LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე დაკარგული მამაკაცი, რომელსაც ახლობლები 2 დღე ეძებდნენ, იპოვეს – შსს-ის ცნობით, დაკავებული გელა ნადირაძე 30 აპრილს ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

215
გელა ნადირაძე _ ფოტო_ ზურაბ ცერცვაძე

ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკარგული მა­მა­კა­ცი გელა ნა­დი­რა­ძე იპო­ვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

როგორც დაკარგული ნადირაძის ბიძაშვილმა, სალომე ნადირაძემ გვითხრა, გელა ნადირაძე წმ.მიქაელის სახელობის ჰისპიტალში გამთენიისას დაზიანებებით შეიყვანეს.

როგორია მისი მდგომარეობა ამჟამად, ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას ნადირაძის ბიძაშვილი არ ფლობს.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გელა ნა­დი­რა­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 30 აპ­რილს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სხვა 63 პირ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ კი ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ინფორმაციისთვის, გელა ნადირაძეს მისი მეგობრები და ახლობლები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ფოტო: ზურაბ ცერცვაძე

მეგობრებოოოო! გელა ვიპოვეეეთ! ერთ-ერთ კლინიკაში,სერიოზული დაზიანებებით,ნეკნები ჩამტვრეული და მრავალი სხვა,მაგრამ…

Posted by სალომე ნადირაძე on Thursday 2 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g