LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა“ – აქციაზე გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ

410
2024-12-17_22-48-18_624760

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ.

როგორც ვაშაძე ყვება, უცნობი ადამიანი მისთვის დანის დარტყმას ცდილობდა. თავდასხმის მცდელობის ვიდეომასალაც არსებობს.

„ვიდექი ვსაუბრობდი, უბრალოდ, დამესხა თავს. ამას მირტყამდა, ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა. ოდნავ დაზიანება მაქვს, მაგრამ წარმოუდგენელია.

რა უნდოდა, ვერ გავიგე. მკვლელობა უნდოდა, როცა ამ იარაღს გირტყამს ყელში ადამიანი თუ რა უნდოდა? მე ერთ რამეს ვეუბნები ივანიშვილს, რომ არაფერი გამოგივათ და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.

ეს პიროვნება კი, ამ ვიდეოზე აღბეჭდილია, მისი სახე აღბეჭდილია, ეს პიროვნება თვითონ მისცემს ჩვენებას“, – ჰყვება ვაშაძე. [ფორმულა].

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g