LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი დაშავდა

144
2024-12-03_00-19-33_609423

რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ღონისძიებების დროს სამართალდამცველების მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შემდეგ საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაშავდა.

ჟურნალისტ თეო ხუბულავას, ოპერატორებს ლევან ქართველიშვილსა და ბადრი გამრეკლაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფოს მედიკოსებმა აღმოუჩინეს.

ამ დროისთვის პირველი არხის გადამღები ჯგუფი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს მუშაობას აქციიდან.

ფოტო: „ფორმულა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g