LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციები, რა თქმა უნდა იქნება, მხოლოდ შიმშილობით არ შემოვიფარგლებით: ზაალ უდუმაშვილი

93
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მასობრივი შიმშილობის პარალელურად, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მათი მხარდამჭერების ნაწილი არის ჩართული, საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება და მხოლოდ შიმშილობით არ შემოიფარგლებიან.

„აქციები, რა თქმა უნდა იქნება. ეს ჩვენც გვქონდა დაანონსებული. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ შიმშილობის აქციით. პარტიაში მიღებული გადაწყვეტილება შიმშილობაზე ვაცნობეთ მიხეილ სააკაშვილს და არა პირიქით. იქნება ქუჩის აქციები, საპროტესტო აქციები. პროტესტის ბევრი კერა იქნება. ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლებასთან სასაუბრო სხვა ენა ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პოპულალურები