LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციები უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს: ზურაბ ჯაფარიძე ყველა შეზღუდვის მოხსნას ითხოვს

108
ზურაა გირჩი

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ყველა დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. იგი ფიქრობს, რომ შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქციები ბევრად მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, ვიდრე მიმდინარე აქციებია. მისი თქმით,  აქციების მასშტაბურობა ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადმას აიძულებს, სხვა შემთხვევაში კი, მას კონკრეტული შედეგების არ სჯერა.

„აქციის მიზანია შეზღუდვების გაპროტესტება, ვითხოვთ ყველა შეზღუდვის მოხსნას. დღეს ამ აქციისგან რამე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს, მგონია, რომ აქციები უნდა იყოს ბევრად მრავალრიცხოვანი, ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მას ეფექტი ჰქონდეს. რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით არ არის ხალხის ის რაოდენობა, რის გამოც შეიძლება, ხელისუფლებამ უკან დაიხიოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი აზრით, ყველა შეზღუდვა მოსახსნელია, ხოლო შემსუბუქება ნიშნავს, რომ ხელისუფლება სხვადასხვა ტიპის ბიზნესით უბრალოდ მანიპულირებს.

 „მაგალითად, აცხადებენ, რომ პირველი თებერვლიდან ფრენა აღდგება, რასაც, ჩემი აზრით, შინაარსი არ გააჩნია. რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ფრენის აღდგენას, როცა ადამიანი საქართველოში ვერ ჩამოვა. რომც ჩამოვიდეს, ჯერ 12 დღე კარანტინში უშვებენ, იქიდან რომ გამოვა, სასტუმრო არ არის, სადაც შეიძლება, გაჩერდეს, სასტუმროდან რომ გამოვა, საჭმელი რომ მოუნდეს, რესტორანი არ არის, სადაც შეიძლება შევიდეს, არანაირი შინაარსი ასეთ შემსუბუქებას არ აქვს“. – განაცხადა ზურაბ ჯაგარიძემ.

მისივე განცხადებით,  შეზღუდვების გამო მოქალაქეებს კონკრეტული პრობლემები ექმნებათ, რასაც საბოლოო ჯამში ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

“ადამიანები იხოცებიან, ჩვეულებრივად იკარგება სიცოცხლე. ადამიანი რომ დასაქმებული იყო და საკუთარი ბებიისთვის  წამალს ყიდულობდა, ვერ ყიდულობს და ბებია კვდება, ეს არ ხვდება კორონას სტატისტიკაში, მაგრამ სინამდვილეში არის გარდაცვლილი, ადამიანი მთავრობის შეზღუდვების გამო, უბრალოდ, ამას არავინ ითვლის,“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აქციის მინაწილეებმა მსგავსი აქცია გასულ კვირასაც გამართეს და მთავრობას მათთვის მუშაობის უფლების აღსადგენად 48-საათიანი ვადა მისცეს. აქციას შეუერთდნენ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც ეკონომიკის გახსნას ითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g