საქართველოს პარლამენტის წინ ამ დროისთვის აქციის აქტიური ფაზა დასრულებულია. მიუხედავად ამისა ადგილზე მოქალაქეთა ნაწილი მაინც რჩება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩართულია მუსიკა. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის ორგანიზატორებმა 10-მდე კარავი გაშალეს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კარვებში იქნება ცხელი ჩაი, ყავა და გათბობა. აქტივისტები ამბობენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ღამე კარავში გაათიოს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა დღეს აქცია-მსვლელობა სახელწოდებით „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გამართეს.