LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის დარბევისას დაშავებული 29 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება

182
1-beka

პარლამენტთან აქციის დარბევის დროს დაშავებული მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები დატოვა.

თბილისის სხვადასხვა კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 29 პაციენტი განაგრძობს. კლინიკებში მყოფ პაციენტებს შორისაა ორი პოლიციელი, სამი ჟურნალისტი და აქციის 23 მონაწილეა.

საავადმყოფოში მოთავსებული მოქალაქეების ძირითადი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ორ პაციენტს, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეგიონულ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

ფოტო: ბექა მამუკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g