LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეები მელიქიშვილიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

116
2025-09-09_23-01-15_343712

აქციის მონაწილეები, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან.

შტაბთან ისმოდა შეძახილები: „რუსებო!”, „ცეცხლი ოლიგარქიას!”. ასევე მომიტინგეები სკანდირებდნენ – „რევოლუცია, რევოლუცია!”.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე – სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g