LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს – ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს

124
აქცია

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე გაშლილია კარვები.

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები.

ინფორმაციისთვის, დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს – შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g