LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამ დღეში ვინ გვეტყვის, ეგ მაინც გვითხრან, ტოპტვინები თუ თენგო?“ – მამუკა მდინარაძე

164
2024-10-09_13-03-04_995363

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების მიერ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„სამ დღეში ვინ გვეტყვის, ეგ მაინც გვითხრან, ტოპტვინები თუ თენგო?“,- წერს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ ორი დღის წინ განაცხადა: „პირდაპირ ვამბობ, არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება“.

ასევე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ  განაცხადა: „ჩვენ, ტოპ ტვინები, ტოპ აიტი სპეციალისტებთან ერთად ვაანალიზებთ და ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გამოვლინდება, რომელშიც თითოეული ქართველის ხმა მიიტაცეს“.

ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g