რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ გაემართა, ისინი ვაკის პარკის მიმართულებით მიდიან.
ვითარება რუსთაველზე: სპეცრაზმმა მეტროს მიმდებარედ აქციის მონაწილეები დაშალა, დააკავეს რამდენიმე პირი
ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
აქციის მონაწილეებთან ერთად, მსვლელობას შეუერთდა კოალიცია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ მათ სწორედ პროტესტის აღნიშნულ ფორმას – მსვლელობას მიმართეს.
„ჩვენ არა მარტო დაგვშალეს, არამედ ხაფანგი ჰქონდათ მოწყობილი, არ გვიშვებდნენ თსუ-სთან. ავედით ვერაზე, ქუჩებით ვიარეთ და ჭავჭავაძეზე ჩამოვედით. მსვლელობაა, მსვლელობაც პროტესტია. ასეთი ფორმით ვაპროტესტებთ“, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
ადგილზე იმყოფებიან საპოლიციო ძალების წარმომადგენლებიც, რომლებიც აქციის მონაწილეების გზიდან გადაყვანას ცდილობენ.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი