ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ, დღეს კი განკვეთილი სასულიერო პირები, პოლიციას ეპარქიის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაჰყავს. ბერ-მონაზვნები აცხადებენ, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა
ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები ბრძანებას არ ეთანხმებიან
„აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. რას ვგულისხმობ და აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ, ვისაც სინდისი და ქართველობა აქვს, ვინც დაფიქრებულხართ, რას შვება ეს მატყუარა ხალხი,“ – აცხადებს მამა ათინოგენე.
სასულიერო პირების თქმით, მამაოები დილის ლოცვებს ატარებდნენ, როცა „ჩოხოსნები მეუფე სტეფანესთან ერთად შემოვიდნენ და მოჰყვა სპეცრაზმი“, რის შემდეგაც მამაოები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მონასტრიდან.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მარტვილის პოლიციის სამმართველოში 4 სასულიერო პირი გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.