LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქედან ორი დღით წასვლა რომ მიწევს, ილო საერთოდ კარგავს სახეს“ – ცნობილი ვლოგერის, ნანა აროშიძის ემოციური პოსტი 

253
Untitled design (2)

ვლოგერი, ნანა აროშიძე, რომელიც ქმართან ოლო ლობჟანიძესთან ერთად რაჭაში ცხოვრობს, გამომწერების ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

როგორც ნანა „ინსტაგრამზე“ წერს, მას ყველაზე ხშირად ეკითხებიან – თუ რამდენ ხანს გაძლებს  ქალაქგარეთ ცხოვრებას.

„ტიკტოკზე ხომ არაფრის კითხვას არ ერიდებიან, ჰოდა, კითხვა, რომელსაც ხშირად ვიღებ, ასეთია:

რამდენ ხანს გაძლებთ მანდ?

გვეკითხებიან მთაზე, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს? შედარებით რთული პირობების და ჩვენი დატვირთული ცხოვრების გამო უჩნდებათ ეს კითხვა, მესმის, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველა დაიღლება და ყველას მოუნდება იქედან გაქცევა, სადაც არის, თუ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში სილამაზეს, ყოველდღე ახალ მშვენიერებას არ ხედავს.

აქედან ორი დღით წასვლა რომ მიწევს, ჩამოსვლამდე ერთი სული მაქვს ხოლმე, ილო საერთოდ კარგავს სახეს?

ჯერ კიდევ ყოველდღე გაოცებული ვარ (და სულ ასე ვიქნები), როგორ ახერხებს სამყარო, რომ ყოველდღე განსხვავებულად ლამაზია?“ – წერს ვლოგერი ნანა აროშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები