LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი „TIONE” -სგან

65

ქართველი დიზაინერი თეონა ლომიძე მომხმარებლებს აქსესუარების დიდ არჩევანს სთავაზობს.

როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას, ბრენდის დამფუძნებელმა და დიზაინერმა  თეონა ლომიძემ აღნიშნა, კოლექციაში შედის: ყელსაბამები, სამაჯურები და საყურეები. ყელსაბამებს 45 ლარიდან, საყურეებს 30 ლარიდან, ხოლო სამაჯურებს 35 ლარიდან შეიძენთ.

ბრენდი „TIONE” უკვე ერთი წელია ქართულ ბაზარზე არსებობს და მან უკვე შეიძინა უამრავი ეთგული მომხმარებელი.

ამჟამად სასურველი პროდუქციის შეძენა ონლაინში შეგიძლიათ, ხოლო კურიერი, უფასოდ, სასურველ ადგილას მოგართმევთ. სამომავლოდ იგეგმება მაღაზიის გახსნაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები