„ტესლას“ ქარხნის Gigafactory Berlin-Brandenburg–ის სამშენებლო მოედანზე ხანძარი გაჩნდა და ეს შემთხვევით არ მომხდარა.
როგორც სააგენტო Reuters იუწყება, ცეცხლის გაჩენაზე პასუხისმგებლობა რადიკალური დაჯგუფების Vulkangruppe–ს წევრებმა აიღეს. აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ხანძრის მიზეზი დაწესებულებისთის ელექტროენერგიის შეწყვეტა იყო. რადიკალები ასეთი ქცევის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ „ტესლა“ არც „მწვანეა“ არც ეკოლოგიური და არც სოციალური კომპანიაა.
არადა, გერმანული Gigafactory ევროპის ტერიტორიაზე „ტესლას“ პირველი საწარმოა და ქარხნის გახსნა ამ წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ქარხნის აშენებას ადგილობრივთა ნაწილი მკაცრად ეწინააღმდეგება. გერმანელები თვლიან, რომ 83 ჰექტარი ტყის საფარის გაჩეხვა გარემოს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. საცხოვრებელს დაკარგავს ფრინველთა და ცხოველთა მრავალი სახეობა, რაც რა თქმა უნდა, დაუშვებელია.