საქართველოს ხელისუფლება აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებას ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში შეეცდება, ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ არაორდინალური ვიტყოდი, განსხვავებული ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დარჩება ასეთად. რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაახლოვოთ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ორივე ადმინისტრაციის შემთხვევაში მგონია, რომ საქართველო მთლიანად შეერთებული შტატებისთვის, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად ჩვენს რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ პირიქით, უფრო გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით“.
