ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ აუზში 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. ინფორმაციას TV25 თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფს ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.