LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევა, ჩვენ ეს მხედველობაში უნდა გვქონდეს: ვლადიმერ პუტინი

44
პუტინი 1

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევა. აღნიშნულის შესახებ პუტინმა „რასია-24“-თან ინტერვიუში განაცხადა და თქვა, რომ რუსეთს ეს გარემოება მხედველობაში უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების შეთავაზების საკითხს ან ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების გეგმებს, პუტინის თქმით, ქვეყნის მიმომხილველების, მასმედიისა და  პოლიტიკოსების რეაქციებით, ზელენსკის ცოტათი ყველა დასცინის.

როგორც პუტინმა განაცხადა, ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ყბედობაა, არაფერი იქნება და ა.შ. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სხვა აზრი არც მას აქვს.

„შესაძლოა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების გეგმა განიხილება. არაერთხელ მომისმენია, რომ ნატო ღია ორგანიზაციაა და ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს, როგორ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას.

რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქედან? არსებობს ფორმალური შეზღუდვები, მაგრამ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევა. ჩვენ არ ვიცით, რაზე მიდის მოლაპარაკებები. ჩვენ ეს მხედველობაში უნდა გვქონდეს,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორები აცხადებენ, რომ უკრაინასა და მის ლიდერებს არაფერს დაპირებიან, თუმცა ,უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გეგმა განიხილება. პუტინის განცხადებით, „ყოველ შემთხვევაში უარს არავინ ამბობს.“

„უკრაინა ნატო-ს წევრი თუ გახდება და ალიანსი იქ რაკეტებს განათავსებს, მოსკოვამდე მანძილის დასაფარად მათ 7-10 წუთი დასჭირდებათ. ახლა, როდესაც გამშვები პუნქტები პოლონეთსა და რუმინეთშია განთავსებული, ცენტრალურ რუსეთამდე რაკეტებს მანძილის დასაფარად მხოლოდ 15 წუთი სჭირდებათ,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და შედარებისთვის რაკეტების მექსიკაში ან კანადის სამხრეთ საზღვარზე განთავსების ვარიანტი მოიყვანა, რომელთა ვაშინგტონამდე მიღწევას ანალოგიური დრო დასჭირდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები