LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არსებობს ინსტრუქცია სკოლებისთვის, რა უნდა გააკეთონ ბულინგის დროს – ანა არაგანაშვილი

51

“განათლების სამინისტროს დღემდე არანაირი ინსტრუქცია ან გაიდლაინი არ მოუმზადებია და განსახორციელებლად არ დაუვალებია სკოლებისთვის, იმის შეასახებ თუ ზუსტად ვინ, რის შემდეგ, რა უნდა გააკეთოს ბულინგის დროს,”-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნირობა ადამიანის უფლებებისთვის” ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს არცერთ კანონში არ არის არც განმარტებული და არც ნახსენები ბულინგი და ჩაგვრა სკოლაში.

“მასწავლებლებს ხელში არანაირი ოფიციალურად დამტკიცებული ტესტი ან ინსტრუმენტი არ უჭირთ ბულინგის ზუსტი ამოცნობის და შემთხვევის მართვისთვის. პირდაპირი წესით, არც ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ე.წ. რეფერირების დოკუმენტი არ აწესრიგებს, ერთ-ერთ გადაცემაში რომ ახსენეს. ბულინგზე დირექტიული საუბრები, დირექტორის ოთახში გასაუბრება და მშობლის დაბარების შედეგი არის 0 და არ მოქმედებს.

რა უნდა ექნა მასწავლებელს რომც გაეგო ბულინგის შესახებ რამდენიმე დღით ადრე? თქვენ რას იზამდით კანონის, გაიდლაინის, ინსტრუმენტის და ელემენტარული მოწესრიგების გარეშე? როგორ არიან წინა განათლების მინისტრები, ხომ არიან კმაყოფილი განვლილი წლებით და თავის მუშაბით,”– წერს ანა არგანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g