LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ არსებობს მექანიზმი, რითაც გადაიხედება ქვეყნისთვის სტატუსის ჩამორთმევა“ – გივი მიქანაძე

144
გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ „არ არსებობს მექანიზმი, რითაც გადაიხედება ქვეყნისთვის სტატუსის ჩამორთმევა“.

აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტარები, რომლებიც ასეთ განცხადებას აკეთებენ, ის ოდიოზური ფიგურები არიან, რომელთა სახელებიც ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია“.

„ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ განცხადებას აკეთებენ, ისინი ცნობილი ოდიოზური ფიგურები არიან, რომელთა სახელებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით ცნობილია საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ იქიდან, როცა სამართლიანმა არჩევნებმა „პივიტის“ შედეგები გააყალბა და რა განცხადებებსაც აკეთებდნენ ამის საფუძველზე, ასევე იღებდნენ სამარცხვინო რეზოლუციებს. არახალია ჩვენი მოქალაქეებისთვის ის გარემოება, რომ ახლა ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ზურგი გაუმაგრონ რადიკალებს საქართველოში და აკეთებენ სუფთა მანიპულაციურ განცხადებებს. არ ყოფილა პრაქტიკაში და არ არსებობს კონკრეტული მექანიზმი, რომლითაც გადაიხედება კანდიდატის სტატუსმინიჭებული ქვეყნისთვის, ამ სტატუსის ჩამორთმევა. ისინი ხედავენ, რომ სიმართლე საზოგადოების, ხელისუფლების მხარესაა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებით მოქმედებს და ამ სიტუაციაში მათ დარჩენიათ, რომ მოატყუონ საზოგადოება, მაგრამ ეს არ გამოუვათ. სამარცხვინოა, როდესაც ეს ადამიანები აკეთებენ განცხადებებს, რომ თურმე ეს კანონპროექტი ეხება ყველა ფიზიკურ პირს. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, საპარლამენტო დიპლომატია, მთელი მთავრობა მაქსიმალურად ვართ ჩართული რომ ჩვენს პარტნიორებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და ეს კომუნიკაცია მათთან გაგრძელდება“, – განაცხადა მიქანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g