LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული და მოთმინებით აღვსილი ქალი” – თეა წულუკიანი

108
culukiani

ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი თანამებრძოლი მამაკაცების მეუღლეებს, მინდა მათ ვუთხრა მადლობა გამძლეობისა და მათ ვუთხრა მადლობა მოთმინებისთვის, იმიტომ რომ არ არსებობს წარმატებული კაცი პოლიტიკაში, თუ მის ზურგს უკან არ დგას ღირსეული და მოთმინებით აღვსილი ქალი, რუდუნებით ოჯახს რომ უვლის, შვილებს ზრდის და თავისი კარიერა აქვს და ბოდიშს ვუხდით მათ ყველა შეურაცხყოფისთვის.

ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონებო თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრს, თქვენს მეუღლეებს. თუ ჩვენ დღეს წარმატებულები ვართ, ეს პირველ რიგში ამ კაცების დამსახურებაა“,- თქვა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g