LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ჭამოთ ეს პრიმიტიული მესიჯბოქსი, არც ის დაუთმოთ, რაც მართლა ღირებულია“ – ზურაბ „გირჩი“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

78
ჯაფარიძე-ზურა-japaridze-jafaridze

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ „ტროგლოდიტებისთვის ახალი მესიჯბოქსი აქვთ,“ კეროდ, „სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია.“

მისი შეფასებით, „ოცნება,“ ისევე არ არის სახელმწიფო, როგორც საპატრიარქო არ არის ეკლესია. „ოცნება,“ისევე არ არის პროდასავლური, როგორც საპატრიარქო არ არის ქრისტიანული.

“ამ ქვეყანაში სახელმწიფოც, ეკლესიაც, ქრისტიანული მორალის მატარებელიც და საკუთარი შვილებისთვის დასავლური მომავლის მოსურნეც არის ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

ის ხალხი, ვისაც ვაჟა ერთხელ მაინც აქვს გადაშლილი და ვისთვისაც სუსტის ჩაგვრა ჯოგის მიერ არის ლაჩრობა და არა ვაჟკაცობა, “ოცნება“ და საპატრიარქო არიან ფარისეველ კლეპტოკრატთა სიმბიოზი, რომელიც პარაზიტირებს ამ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის ტვინებში არსებულ სიბნელეზე, რომელსაც, ზურგს უმაგრებს კრემლი და კრიმინალური სამყარო, და რომელიც ტრადიციულ რუსულ სტილში ფარად იფარებს იმას, რაც მართლა ძვირფასია ამ ქვეყნის მოქალქეების უდიდესი უმრავლესობისთვის – სახელმწიფო, ქრისტიანობა, ჯვარი, ქართველობა და ა.შ.

არ ჭამოთ ეს პრიმიტიული მესიჯბოქსი ამ ფულისა და ძალაუფლების ხამი მოძალადეებისგან, არც ის დაუთმოთ რაც მართლა ღირებულია.ვეღარ უშველიან წინგამოდგმული დავარცხნილი კომკავშირლები, რუსთაველზე მოთარეშე ჯოგი და ევროკავშირის დროშის ფხრეწაა მათი რეალური სახe,” – წერს ზურა ჯაფარიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g