LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დაიჯეროთ, ციფრებით ჟონგლიორობენ, გამოაღეთ მაცივრის კარი“ – ეკონომისტი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

68
ipiccy-image

„არ დაიჯეროთ, ციფრებით ჟონგლიორობენ, გამოაღეთ მაცივრის კარი“ – ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს და საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის აპრილის თვეში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა.

ოთარ აბესაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ! – საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის აპრილში გვაქვს 44.8%-იანი მშპ-ს ზრდა. ასევე, 2021 წლის იანვარი – აპრილი 8.1%-ანი ეკონომიკის ზრდა. ამ ამბავს დიდი ზარ-ზეიმით გახარებენ და არ დაიჯეროთ! რეალურად ეს მონაცემი არის შედარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ანუ პანდემიის დასაწყისთან და სრულ ლოქდაუნთან, როდესაც ეკონომიკური ვარდნა გვქონდა 16.9 %!! საბაზისო (შესადარებელი პერიოდი) უნდა იყოს 2019 წელი, რომელთან შედარებითაც:

  1. მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა 40%-ით;
  2. სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა დამატებით 70 000 ადამიანზე მეტი;
  3. მოსახლეობას შეუმცირდა შემოსავალი საშუალოდ 30%-ით;
  4. ლარი გაუფასურების რეკორდზე გავიდა;
  5. სამომხმარებლო კალათაზე, სურსათზე, საწვავზე და ძირითად მომსახურებასა და საქონელზე ფასებმა მოიმატა საშუალოდ 40%-ით.

P.S. არ დაუჯეროთ არავის, გამოაღეთ მაცივრის კარი, გადაავლეთ თვალი უახლოეს სუპერმარკეტში სურსათის ფასებს, გადათვალეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენი შემოსავალი, დააკვირდით საწვავის და ვალუტის კურსის ტაბლოებს და შემდეგ შეიგრძენით 44.8% – იანი ეკონომიკური ზრდა”,- წერს აბესაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები