„ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ ბათუმში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მთავარი მოთხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაა.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ეს უკანონო მშენებლობაა და ბულვარი, როგორც კულტურული ძეგლი, ასეთი მშენებლობებით ნადგურდება.
ბულვარის დამცველები ითხოვენ გაუქმდეს მიმდინარე წლის დასაწყისში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა, რომლითაც “ამბასადორ ბათუმს” ბულვარის ცენტრალურ შადრევნებთან 4 სართულიანის ნაცვლად 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა აქვს.
ორგანიზაციები მშენებლობის წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებენ.
