დაიწყება, თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს – ეს ვაქცინაციის აქტიურობაზე და შესაბამის მონაცემებზეა დამოკიდებული.
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, თუმცა კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი.
ეპიდემიოლოგები გარდაცვლილთა რაოდენობისა და ახალი შემთხვევების შემცირებას ოქტომბერში ელოდებიან.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ პირველადი აცრილი ადამიანების რაოდენობა შემცირებულია.
“დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის დაწყება ამ ფორმით სახიფათოა და ბევრ რისკს შეიცავს.
გამომდინარე იქიდან, რომ “დელტა” შტამი ახალგაზრდა ასაკში უფრო გამოიკვეთა, პირველადი აცრების რაოდენობაც შემცირებულია.
არ გინდა აცრა? -ნუ აიცრები! ოღონდ ნუ დაასნებოვნებ შენს ირგვლივ ადამიანებს 1 აუცრელი ადამიანი 5 ადამიანისთვის არის სახიფათო,”- აცხადებს დევი ტაბიძე.