ცოტა ხნის წინ, ცნობილი ხდება, რომ იტალიელმა მოდელმა ბიანკა ბალტიმ სიმსივნე დაამარცხა და ახლა მისი დაავადება რემისიის პროცესშია. ლამაზმანი ამჯერად იტალიური Vanity Fair-ის გარეკანზე გამოჩნდა და გამოცემას ინტერვიუც მისცა.
„არ იფიქრო, რა გამოგივა, უბრალოდ იარე წინ“ – ამბობს ბიანკა მათთვის, ვინც წვრილმანებზე ნერვიულობს და მიზნისკენ სწრაფვა უჭირს. ბიანკა აცხადებს, რომ დაავადებამ ბევრი რამ ასწავლა, მათ შორის პატარა მიზნების დასახვა, რაც ადრე არ გამოსდიოდა.
41 წლის ბიანკა ახალ ფოტოებზე ულამაზესი კაბებით პოზირებდა. მათ შორის გახლავთ, კლასიკური კაბა ვუალით, ჰაეროვანი ტოპი, თეთრი კაბა ვერცხლისფერი ორნამენტებითა და კაბა თეთრი ბუმბულით.
მაგიური მზერა და სიძლიერის განსხეულება – სიმსივნესთან მებრძოლი ბიანკა ბალტის განსაცვიფრებელი „ლუქი“
როცა სიცოცხლე გიხარია – სიმსივნესთან მებრძოლი ბიანკა ბალტი „შიშველ კაბაში“ „მილანის მოდის კვირეულზე“









