LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მაინტერესებს რა არის, დაგვაცადეთ, ყველას და ყველაფერს მიეხედება: მეუფე იაკობი ფარულ ჩანაწერებზე

76
იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემა არ აინტერესებს. მისივე განცხადებით „ყველაფერს მიეხედება“.

„მე საერთოდ არ ვინტერესდები, არც მაინტერესებს რა არის. დაგვაცადეთ, ყველას და ყველაფერს მიეხედება”, – განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) კი აცხადებს, რომ „თუ ასეთი ტოტალური, უკანონო მოსმენები, მიყურადება ხდება ჩვენ სახელმწიფოში, ეს არის დიდი ბოროტება“. კითხვაზე, რა იქნება ამ თემაზე ეკლესიის პასუხი, მეუფემ განაცხადა, რომ: „მოვლენებს უნდა დაველოდოთ“.

ცნობისთვის, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

mazda magti 5g