LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მაქვს საფუძველი, სანქციებს ველოდებოდე, გამოირიცხა მღელვარებაც: ვიქტორ სანიკიძე

116
BeFunky-collage (2)

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავების გამო, მისი გუნდი არც ღელავს და არც სანქციების დაწესებას არ ელოდება.

სანიკიძის თქმით, ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარი არ არის, რადგან მას შესაძლებლობა აქვს გირაო გადაიხადოს და საპატიმრო დაწესებულება დატოვოს.

“არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე. აქედან გამომდინარე, გამოირიცხა მღელვარებაც. დამშვიდებამდე უნდა ღელავდე, რა ინფორმაცია გაქვთ, რომ ღელავდა უმრავლესობა? მე არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე, არანაირი სანქციები ჩემამდე არ მოსულა, აქედან გამომდინარე, გამოირიცხა ეს მღელვარებაც. რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს გადახდაზეა საუბარი და თვითონ არ იხდის, რანაირად შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური პატიმარი? მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებით – იმ ადამიანს, რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, დარწმუნებული ვარ, გადაიხდიდა და გარეთ იქნებოდა,“ – განაცხადა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელიას საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ქვეყანაში განვითარებული პროცესების გამო, დემოკრატიის განვითარების კუთხით, ნაბიჯი უკან გადაიდგა, ამიტომ საერთშორისო პარტნიორებმა საქართველოს სანქციები უნდა დაუწესოს.

როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწესდეს სანქციები ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით?! – ნინო ბურჯანაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” წევრებს ერთიანი პოზიცია აქვთ და ისინი ნიკა მელიას დაპატიმრების გამო სანქციების დაწესებას არ ელოდებიან.

სანქციების რეჟიმი არ განიხლება. საქართველოში არაფერი ისეთი არ ხდება, რომ ამ დონის სასჯელებზე ვისაუბროთ: ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

სანქციების დაწესების არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, ეს სამართლებრივად გამართული საკითხია: შალვა პაპუაშვილი

არავითარი წინაპირობა იმისა, რომ რაიმე სახის სანქციების დაკისრებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს: მიხეილ სარჯველაძე

სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე კი, სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისში ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გაუშვეს, რასაც შემდგომ ნიკა მელიას დაკავება მოჰყვა.

ნიკა მელიას საქმეზე ადვოკატების სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

magti 5g