LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მესმის პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე… ეს დაუშვებელი და არაჯანსაღი მიდგომაა: თენგიზ ცერცვაძე

66
ცერცვაძე

„არ მესმის პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და საფრთხის ქვეშ აყენებენ მოსწავლეებს, აგრეთვე მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები და არ ზრუნავენ აცრაზე“, – ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

მისი განმარტებით, პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციაზე საქართველოში „ნიადაგი მოისინჯა“ და მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უარი თქვა ვაქცინაციაზე, რაც დაუშვებელი და არაჯანსაღი მიდგომაა.

„გადამწყვეტია მშობლების და ინსტიტუტების პერსონალის აცრა. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო პედაგოგების სავალდებულო აცრა და პედაგოგები, რომლებიც არ არიან აცრილი, არ უშვებენ სასწავლო დაწესებულებაში. ჩვენთან იყო მცდელობა, უბრალოდ მოისინჯა ნიადაგი საზოგადოებაში, პედაგოგების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მკვეთრი უარი განაცხადა. ესეც დაუშვებელი და არაჯანსაღი მიდგომაა. მე არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს, მოსწავლეებს. აგრეთვე, იმ მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან თუნდაც ასაკოვანი ოჯახის წევრები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g