LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მგონია, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები, ამას კონკრეტული ახსნა გააჩნია: მიხეილ სარჯველაძე წულუკიანის მიერ გასაჯაროვებულ პერსონალური მონაცემების საკითხს აფასებს

109
სარჯველაძე

„არ მგონია, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები. ამას კონკრეტული ახსნა გააჩნია და არ მგონია, რომ  საკითხზე კითხვის დასმის დიდი მიზეზი და საფუძველი არსებობს. ჩემთვის გასაგებია, რომ ვინმე ამას განსხვავებულად უყურებდეს, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში,  მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთებისთვის საფუძველი არსებობდეს,“ – ეს განაცხადება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე  თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადების თემაზე კომენტირებისას გააკეთა.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა. მომხდარზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც შეისწავლის, იყო თუ არა სახეზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი.

magti 5g