LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ადამიანის სიცოცხლის სრულ დაუცველობაში. ვინ გვამასხარავებს ასე დაუნდობლად?!“ – ჩარკვიანი საბედისწერო მოგზაურობაზე

602
BeFunky-collage

შატილის გზაზე მომხდარ საშინელ ტრაგედიას სოციალურ ქსელში მწერალი გელა ჩარკვიანი ეხმაურება. წერს, რომ ადამიანის სიკვდილის ცნობაზე განსაკუთრებული ემოციებით რეაგირებს.

შატილის საბედისწერო ტურის მგზავრები: ერთი და გარდაიცვალა, მეორე სიკვდილს ებრძვის

„თითქოს პირიქით უნდა იყოს, თუმცა სინამდვილეში, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მგრძნობიარე და სენტიმენტალური ხდები. ალბათობათა მზაკვრობით დაშინებული, მარად ცუდი ამბის გაგონებას ელი.

იქნებ დროულად სიკვდილი სჯობდეს. სიცოცხლე მყიფეა და, თუ დიდხანს ცხოვრობ, ბევრი უბედურება შეიძლება ნახო. მახსოვს, როგორ განიცდიდა უკვე ღრმად მოხუცებული მამაჩემი ჩემს ყოველ მოგზაურობას საზღვარგარეთ შევარდნაძესთან ერთად.

წინათ ასე არ ვიყავიო, მეუბნებოდა. ტრაგიკულად დასრულებული ავტოავარიის ან ავიაკატასტროფის ყოველი შემთხვევა რამდენიმე დღით მოსვენებას მიკარგავს.

მე ვეძებ ჩემს თავს სტატუსისა და როლის გარეშე: ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა ისევე, როგორც საკუთარი თავის ძიება – ვინ იყო და რას აკეთებდა შატილში დაღუპული ნუცა ყანადაშვილი

მტანჯავს ყოველი ცნობა ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდის და, კიდევ უფრო, ბავშვის სიკვდილის შესახებ, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ხდებოდეს ეს. რაღა ის? რაღა იმ დროს? რაღა იმ ადგილას? ახალი ამბების საიტებზე თვალს გადავავლებ ინფორმაციებს და თუ რაიმე „საეჭვოს“ შევნიშნავ, გამოვტოვებ, არ წავიკითხავ. არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ადამიანის სიცოცხლის სრულ დაუცველობაში. ვინ გვამასხარავებს ასე დაუნდობლად?!“ – წერს გელა ჩარკვიანი.

რისკავს ყველა, ვინც გზაზე გადაადგილებას გადაწყვეტს: საქართველოს “შავი წერტილები”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები