LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა მარტო ჩემი შვილი გამოუშვან, ყველა უდანაშაულოა. თუ მარტო ჩემ შვილს გამოუშვებენ, არ ვიქნები კარგ ხასიათზე“ – ანდრო ჭიჭნაძის დედა

244
ლიკა გუნცაძე

„ახლა რასაც ვგრძნობ, ასეთი განცდა არასდროს მქონია. უსამართლობა, უსუსურობა, ბრაზი, სასოწარკვეთა, ყველაფერი ერთად არის, – ასე ეხმაურება ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა

„არ მინდა მარტო ჩემი შვილი გამოუშვან, ყველა უდანაშაულოა. თუ მარტო ჩემ შვილს გამოუშვებენ, არ ვიქნები კარგ ხასიათზე, იმიტომ რომ იქ არც ერთი არაა დამნაშავე. ყველა საქმე შეკერილია და სრულიად უსამართლოდ სხედან იქ ბავშვები.

მათ არაფერი დანაშაული არ ჩაუდენიათ. იდგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ, თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე“, – ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ანდრო ჭიჭინაძე: „ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს… ძალიან უცნაური პროცესია, ვერ ვხვდები, რა ხდება“

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს: „ანდრო წინა რიგში იდგა, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა რომელ დაზიანებაზეა საუბარი?“

ცნობისათვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g