LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდოდა რომ ჩემი დაიკო მომკვდარიყო“ – 7 წლის ბიჭუნამ 2 წლის და ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოიყვანა

480
boysavewssister230123

ტენესის შტატში მცხოვრები ოჯახი ძალიან ბედნიერია იმის გამო რომ ცოცხალი გადარჩა, მაშინ როცა ცეცხლმა მათი სახლი მთლიანად გაანადგურა.

ნიკოლე დევიდსონი იხსენებს, რომ 2 წლის ქალიშვილის გადარჩენა უფროსი ძმის დამსახურებაა. ხანძარი შუა ღამეს გაჩნდა და უფროსებმა ვერ შეძლეს იმ ოთახამდე მისვლა სადაც პატარას ეძინა.

დევიდსონს ხმაურზე გაეღვიძა, როდესაც ის მიხვდა რომ სახლში ბოლი იდგა, მაშინვე მეუღლეც გააღვიძა და სასწრაფოდ ბავშვებისკენ გაეშურნენ.

„ცეცხლი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა, ამიტომ ბიჭები გავაღვიძე და მაშინვე გარეთ გავცვივდით“

ოჯახმა პირველი უფროსი ვაჟი გადაარჩინა. გარეთ გამოსვლის შემდეგ მამამ ფანჯარა ჩაამტვრია და 7 წლის ბიჭუნა ოთახში გადასვა, რათა ის პატარა დის გამოსაყვანად წასულიყო. მშობლები იხსენებენ, რომ ბავშვი ძალიან შეშინებული იყო, თუმცა დის გადარჩენისთვის მთელი სითამამე მოიკრიბა.

„ძალიან მეშინოდა, თუმცა არ მინდოდა რომ ჩემი დაიკო დაღუპულიყო“ – აღიარა პატარა გმირმა.

საბედნიეროდ, ხანძარს მთელი ოჯახი საღ–სალამათი გადაურჩა და ისინი ამჟამად ნათესავებთან ცხოვრობენ.

გამოძიება დაწყებულია და ხანძრის გაჩენის მიზეზს უახლოს მომავალში დაადგენს. წინასწარი ვარაუდით, ცეცხლი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g