საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ძირითადი მეკარე გიორგი ლორია გადაცემაში “ნოესთან” ბავშვობას იხსენებს და საუბრობს, რომ ცხოვრების ეს პერიოდი არ უყვარს.
როგორც ლორია განმარტავს, ბავშვობა ცუდად ახსენდება, რადგან გაჭირვების გამო მშობლებთან განშორება მოუწია.
“საერთოდ არ მიყვარს ჩემი ბავშვობა. არ მახსენდება კარგად და იმიტომ. აბა წარმოიდგინე, არ იცი ზუსტად, სად არიან შენი დედა და მამა. გაჭირვების გამო [დამტოვეს]. ჩემთვის მამაჩემი იყო ღმერთი, ყველაზე მეტად მაკლია. ზოგს ყველაფერი ადვილად მოსდიოდა და მე ათჯერ, ოცჯერ მეტი უნდა მეწვალა”, – საუბრობს ლორია გადაცემის ანონსში.
ამავე თემაზე:
გიორგი ლორიას 5 რჩეული ფილმი (ვიდეო)