LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შემისრულებია არც ერთი პოლიტიკური დაკვეთა – ლონდა თოლორაია გოგიჩაიშვილს პასუხობს

405
londatoloraia

მე არასოდეს მივეკუთვნებოდი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არ შემისრულებია არც ერთი პოლიტიკური დაკვეთა, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლონდა თოლორაიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ამაყობს პროკურატურაში გატარებული წლებით და მის მიერ გაკეთებული საქმეებით. თოლორაიას თქმით, ის არ არის პოლიტიკოსი და შესაბამისად, რეჟიმების შეფასებისგან თავს იკავებს.

„თავდაპირველად მე ვიყავი სტაჟიორ – პროკურორი, მერე რიგითი პროკურორი. ამ პერიოდში ცხადია, მე მიწევდა როგორც გამოძიების წარმოება, ისე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სისხლის სამართლის საქმეს, სადაც პროცესის რომელიმე მონაწილე იტყვის, რომ ლონდა თოლორაიამ რაიმე ეტაპზე მისი უფლებები დაარღვია. შესაბამისად, მე არ ვნანობ არც ერთ იმ საფეხურს, რომელიც პროკურატურაში გავატარე. პირიქით, ვამაყობ ყველა ეტაპზე ჩემი გაკეთებული საქმით იმიტომ, რომ ვერასოდეს ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ეტაპზე არაკეთილსინდისიერად ან კანონის დარღვევით ვახორციელებდი ჩემს სამსახურებრივ უფლებამოსილებას,“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g