LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შევუშინდით ბულინგს და წნეხს, ჩვენ წავედით დინების წინააღმდეგ – რას მოუწოდებს პარლამენტში შესული იოსელიანი ოპოზიციის წევრებს

106
c8a6fe33a0e647bc7e33b692683ce4a3-XL-scaled (2)

“ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ მოლაპარაკებები, ეს ნამდვილად იძლევა შედეგს”, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგი, მხოლოდ მათი დამსახურება არ არის, “ეს მთელი ოპოზიციის დამსახურებაა“, – აღნიშნა იოსელიანმა.

თუ “ოცნება” გადაგვაგდებს პარლამენტიდან გამოვალთ: ლევან იოსელიანი

“პროცესმა გამოაჩინა, რომ მოლაპარაკება შედეგებს იძლევა. ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ მოლაპარაკებები, მიაღწიონ შეთანხმებას და მიიღონ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება.

რადგან ამ კონკრეტულ ნაწილში ოპოზიციასთან გვქონდა შეუთანხმებლობა, ჩვენ გავწყვიტეთ მათთან კომუნიკაცია, გადავდგით დამოუკიდებელი ნაბიჯები და მივაღწიეთ შედეგს.

ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება ან ალეკოსი, ეს მთელი ოპოზიციის დამსახურებაა. ის დოკუმენტიც, ოპოზიციიის მიერაა შექმნილი. უბრალოდ ჩვენ ბოლომდე დავიცავით თითეული პუნქტი.

ერთადერთი, რაც ნამდვილად ჩვენ გავაკეთეთ არის ის, რომ განსხვავებულად შევხედეთ პროცესს და გადავდგით დამოუკიდებელი ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციისთვის მიუღებელია. ჩვენ არ შევუშინდით ბულინგს და წნეხს, ჩვენ წავედით დინების წინააღმდეგ. გვჯერა, რომ ეს არის ქვეყნისთვის უკეთესი”, – განაცხადა “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა.

რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც უმრავლესობასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

შეგახსენებთ, “მოქალაქეები” პოლიტიკურ საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებენ. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში მმართველ გუნდთან შეხვედრაზე მივიდნენ, შეხვედრის შემდეგ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. საბოლოო შეთანხმების შედეგად მათ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც 14 ძირითადი პუნქტისგან შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები