LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვაპირებ საჯაროდ ვინმეს დავუპირისპირდე, თუნდაც სიგიჟეს მაბრალებდნენ“ – როგორ ეხმიანება ბექა ყორშია სანდრო რაქვიაშვილის განცხადებას

9169
ბექა ყორშია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტმა ბექა ყორ­ში­ამ ბაია პა­ტარაიასთან ერ­თად, მას სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მეგობრებო, უამრავი მწერთ და მამხნევებთ იმის გამო, რაც ხდება. მადლობა ამისთვის. აქ და ახლა, ამ ბრძოლაში, არ ვაპირებ საჯაროდ ვინმეს დავუპირისპირდე, თუნდაც სიგიჟეს მაბრალებდნენ.

ერთად დგომის დროა და არა გახლეჩის და დანაწევრების. ჩვენი ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდას აწყობს და ეს უნდა გავიაზროთ.

მიუხედავად იმისა, რომ კომპრომისებზე წასვლა ჩემს ხასიათში არ არის, ახლა ვგრძნობ, რომ საკუთარ ეგოებს უნდა გადავაბიჯოთ ყველამ. გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – წერს ბექა ყორშია სოციალურ ქსელში.

მეგობრებო, უამრავი მწერთ და მამხნევებთ იმის გამო, რაც ხდება. მადლობა ამისთვის ❤️ აქ და ახლა, ამ ბრძოლაში, არ ვაპირებ…

Posted by ბექა ყორშია on ოთხშაბათი, 15 მაისი, 2024

ცნობისათვის, გასულ ღამეს, პარლამენტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, პარ­ტია „გირ­ჩის“ „ფე­ის­ბუქჯ­გუფ­ში“ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ვი­დეო, რო­მელ­შიც დე­პუ­ტა­ტი სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას სცე­ნა­ზე ას­ვლი­სა და სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ბექა ყორშიამ და ბაია პატარაიამ არ მისცეს.

„მო­ვე­დი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ვთხო­ვე, სი­ტყვით გა­მოს­ვლა მინ­და-მეთ­ქი, ბევრ დროს არ წა­გარ­თმევთ, ხალ­ხს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ასე­ვე მო­ვუ­წო­დო-მეთ­ქი, რა­ზეც მი­თხრეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, უფრო სწო­რად, ბექა ყორ­ში­ამ მი­თხრა ეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყ­ვნენ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­დი­ოდ­ნე­ნო.

რომ ვკი­თხე, აქ „ნა­ცე­ბი“ იდ­გნენ და „ლელო“ იდგა-მეთ­ქი, ამა­ზე მი­თხრეს, კი, შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ თუ ერ­თად იქ­ნე­ბი­თო. მე თუ „ნა­ცე­ბის“ გვერ­დით დავ­დგე­ბო­დი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გამ­მარ­თლე­ბო­და და მექ­ნე­ბო­და სი­ტყვა, თუმ­ცა რად­გან მარ­ტო მინ­დო­და გა­მოს­ვლა, არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც მი­ნი­მუმ, გა­სა­გე­ბი გახ­და, ვინ წყვეტს და ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბექა ყორშია“, – თქვა სანდრო რაქვიაშვილმა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ სანდრო რაქვიაშვილმა „Ambebi.ge“-სთან ისაუბრა:

„ბექა ყორ­ში­ამ სხვებ­თან ერ­თად უნდა გა­მოხ­ვი­დე, ცალ­კე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არაო. “ნა­ცე­ბი” და “ლელო” რომ იდ­გნენ, იმათ გვერ­დზე უნდა დად­გეო და მე იმათ­თან რა კავ­შირ­ში ვარ. ეს იყო არ­გუ­მენ­ტი“, – უთხრა სანდრო რაქვიაშვილმა „Ambebi.ge“-ს.

magti 5g