სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ია სუხიტაშვილი საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა. მან ფილმ “დასაწყისში” შესრულებული როლისთვის ვერცხლის ნიჟარა მიიღო. კინოფესტივალის მთავარი ჯილდო — ოქროს ნიჟარა გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”. ასევე, დეა კულუმბეგაშვილს გადაეცა საუკეთესო რეჟისორის ჯილდო. საუკეთესო სცენარის ჯილდოც მას და რატი ონელს გადაეცათ.
გამარჯვების შემდეგ მსახიობმა ია სუხიტაშვილმა აღნიშნა, რომ იშვიათად მომხდარა მაღალი დონის კინოფესტივალზე ისეთი ფაქტი, რომ ერთ ფილმს ამდენი ჯილდო მიეღოს.
“რეალურად, არ ვფიქრობ ხოლმე ავიღებ თუ არა ჯილდოს იმაში, რასაც ვაკეთებ. თუ დავიწყებთ იქიდან, თუ რა პროცესი გაიარა ამ ფილმმა კეთების დროს, რამხელა მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა, რა თქმა უნდა, მოლოდინები იყო, რომ ეს ფილმი თავის გზას დაადგებოდა.
ია სუხიტაშვილმა სან სებასტიანის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო
„დასაწყისმა" საუკეთესო სცენარის ნომინაციაშიც მოიპოვა გამარჯვება.
ასეთი რამ, რომ ოთხი ნომინაცია წაიღოს ფილმმა სან სებასტიანის ფესტივალიდან და ასეთი “ჰაი კლასის“კინოფესტივალიდან, ძალიან იშვიათად მომხდარა.
კონკურენციას გვიწევდნენ ნაომი კავასეს ფილმი, თვითონ როგორც რეჟისორიც წარდგენილი იყო, ტომას ვიტერბერგი, ფრანსუა ოზონი და ა.შ. ჯერ მარტო ამ სამი ადამიანის სახელი და გვარი და რავიცი, ძალიან მაგარი დასაწყისია“, – განაცხადა ია სუხიტაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულასთან”.