LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიცი, ამაზე მძიმე განცხადება რა უნდა გააკეთოს აშშ-ის საელჩომ, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი: ლონდა თოლორაია

126
1576778186-178053

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება.

როგორც მან “ფორმულა” განუცხადა, საელჩო აგრძელებს კრიტიკის იმ ხაზს, რაზეც თავად აკეთებდა აქცენტს – რატომ მოხდა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ჩანაცვლება ასე სწრაფად, გამჭვირვალობისა და ღრმა ანალიზის გარეშე, რომ ეს არის ძირის გამოთხრა დემოკრატიისთვის და საზედამხედველო უწყების დასჯა განსხვავებული აზრის გამო.

თოლორაიას თქმით, მას ახლა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს.

“მე არ ვიცი, ამაზე მძიმე განცხადება რა უნდა გააკეთოს აშშ-ის საელჩომ. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი და იმისი, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ მიეცემა ერთი შანსი”. – ამბობს ლონდა თოლორაია.

აშშ-ს საელჩო: გასულ კვირას, მმართველმა პარტიამ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g