LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვიცი სხვა პარტნიორი, რომელიც საქართველოსა და უკრაინაზე ახლოსაა ალიანსთან” – NATO-ს ოფიციალური პირი

162
7d6565804f6aeddac

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, არ იცის სხვა პარტნიორი, რომელიც “საქართველოსა და უკრაინაზე ახლოსაა ალიანსთან”.

„საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც გატარებულ უნდა იქნეს ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე ნატო-საც აქვს.

კოლომინას თქმით, მას უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე გეგმავს შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრსთან.

„ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე”, – განაცხადა კოლომინამ.

კოლომინამ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში „რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას დაინახავს“.

მისი თქმით, ნატო-სთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, შესაბამისად, არჩევნები სამართლიანი, კონკურენტული გზით უნდა ტარდებოდეს და სწორედ ეს იყო მესიჯი, რომელიც პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს გადასცა.

ხავიერ კოლომინა – ისტორიული მომენტია საქართველოსთვის და 2024 წელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g