შინაგან საქმეთა სამინსტროსთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელი უცნობია, – ამის შესახებ”ნაციონალური მოძრაობის” ერთი ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს.
პარტიაში ამტკიცებენ, რომ პროტესტის მონაწილეების დაკავება უკანონოდ მოხდა და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
“საკრებულოს წევრები, პოლიტიკური ლიდერები დააკავა კრიმინალურმა პოლიციამ. არ ვიცით ადგილსამყოფელი 20 ადამიანის. ვიმეორებ, 20 ადამიანი 46 დაკავებულიდან და კატეგორიულად მოვითხოვთ, როგორც პარლამენტის წევრები, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრები, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად არიან ეს ადამიანები,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.