LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა ნაციზმის“ წევრებმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

ნიკა გვარამიაააა

სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლებმა და აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისადმი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გამო, „რუსთავი2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

“შეგვაქვს საჩივარი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მისი გამონათქვამების გამო. ეს არის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებები და ქმედებები. ჩვენ გვაქვს 10 000 ხელმოწერა, რომელსაც დავურთავთ ამ სარჩელს. გვარამიას მხრიდან გაკეთებული განცხადებები იყო პატივისა და ღირსები შემლახავი, მაგალითად: ყველა, ვინც აძლევს ხმას სალომე ზურაბიშვილს და ვინც არის ზურაბიშვილის მომხრე, გიმახსოვრებთო, სადაც იქნებით იქ მოგწვდებით, ჯერ ამათ წავაგებინებთ და და შემდეგ თქვენთან გადმოვალო.

ჩვენი მოთხოვნაა, საჯაროდ ბოდიშის მოხდა სრულიად საზოგადოების წინაშე. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აძლევს სალომე ზურაბიშვილს ხმას და ამაში შედის ყველა ის ადამიანი, ვისაც მიაყენა შეურაცხყოფა,“- განაცხადა ია მეტრეველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები