ფეხბურთელების პროტესტს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავაც უერთდება. მან ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ აკაკი წერეთლის სიტყვები გამოაქვეყნა.
„მე იმ კაცის დედა *** ვინც პირველად რუსი აქო… არა რუსეთს”, – წერს ფეხბურთელი.
ცნობისთვის, დღეს არაერთმა ფეხბურთელმა კანონპროექტ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ გარშემო განვითარებული მოვლენები გააპროტესტა. ფეხბურთელებს შორის არიან ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია.