გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები და ლიდერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დაიძრნენ.მათი განცხადებით, დღეს თელავში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 28 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მიღებულ შედეგს.
„ჩვენ ვიქნებით იმ 800 000 ადამიანის ხმა, რომელთაც არჩევნები მოპარეს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება. როგორც ცნობილია, 15:00 საათზე, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს დადებს.