LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა შაქარს! – მადონა ჯუღელი ქალებს მავნე პროდუქტებზე უარის თქმას ურჩევს

madona

გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მადონა ჯუღელი ხშირად აქვეყნებს რჩევებს ქალბატონებისთვის. ის ამჯერად ყურადღებას ამახვილებს კვების რაციონზე და იმ პროდუქტებზე, რომლებზეც ქალებმა უარი უნდა თქვან.

მადონა ჯუღელი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის კვების რაციონი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, კვების რაციონიდან ქალბატონებმა სამუდამოდ უნდა ამოიღონ მარტივი ნახშირწყლები, როგორიცაა შაქარი და რაფინირებული თეთრი ფქვილის ნაწარმი.

ასევე, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ცომეული და ტკბილეული. სამაგიეროდ რაციონში მრავლად უნდა იყოს ბოსტნეული, ცილოვანი საკვები და სეზონური ხილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები