„ერთი წელი დარჩა და იმედი გვაქვს, მისი ვიზიტები არ დააზიანებს საქართველოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას აცდენილ განცხადებებს აკეთებს, რაც მაჭარაშვილის თქმით, არავის უკვირს.
ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობას: პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ხალხი ჩავალთ
„სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან საერთოდ აღარ გვიკვირს ქვეყნის, სახელმწიფოს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას აცდენილი განცხადებები და ვიზიტები. არა უშავს, ერთი წელი დარჩა და იმედი გვაქვს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, მისი ვიზიტები არაფერს დააზიანებს საქართველოს.
ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე
ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ მას ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ხოლო ის ქართველი ხალხის, სახელმწიფოს დღის წესრიგით კი არა (მათ შორის, ვიზიტების ფარგლებში), არამედ სხვების დღის წესრიგით მოქმედებს. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი და მიუღებელია, მაგრამ იმედი გვაქვს, ერთ წელიწადში ეს დარეგულირდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი დღეს, 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.
ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე
გუშინ, 30 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა.