LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა უშავს, ირაკლი, როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს ცაზე სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია, მაშინაც არ წახვიდე არსად: რადას დეპუტატი

478
1

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ეხმიანება.

პრემიერი: უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია

საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში: ღარიბაშვილი

გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და აქვე კითხვას სვამს: “სტოკჰოლმის სინდრომი გაქვთ?”

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად გასაოცარია პრემიერის პასუხი კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად კიევში ჩასვლას, რაზეც ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინის თავზე ცა დაკეტილია:

“საქართველომ მხარი არ დაუჭირა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. სტოკჰოლმის სინდრომი გაქვთ?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციების დაწესება ბევრად მეტ ზიანს მოუტანს მის ქვეყანას. პარლამენტიც კი არ აპირებს ამისთვის რიგგარეშე სხდომის გამართვას.

მაგრამ ყველაზე მეტად გასაოცარია პასუხი უბრალო კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად კიევში ჩასვლას, პრემიერის თქმით, უკრაინის თავზე ცა დაკეტილია.

არა უშავს, ირაკლი, როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს ცაზე სამხედროების ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, უკვე შეგეძლება, მაშინაც არ წახვიდე არსად.

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩაფრინდა უკრაინას პრეზიდენტი თბილისში, როდესაც რუსული ტანკები 2008 წელს თბილისისკენ მოდიოდნენ? ამას მოითმენთ, თუ თუ ღარიბაშვილს აუხსნით, რა უნდა გააკეთოს?” – წერს გონჩარენკო “ფეისბუქში”.

როცა რუსეთი საქართველოს თავს ესხმოდა, ჩვენ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს გაწვდიდით – უკრაინული გამოცემა ღარიბაშვილის განცხადებაზე

რავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება, სიმშვიდე შევინარჩუნოთ – რუსეთთან მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია: ირაკლი ღარიბაშვილი 

ღარიბაშვილი: ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას სრულად გაეცნობით აქ:

 

magti 5g